მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანალიზი ჩემი წარმატების ძირითადი საფუძველია და თავს უფლებას ვაძლევ ეს გავაკეთო"

5756871733c18
BM.GE
07.06.16 12:32
1254
"ანალიზი ჩემი წარმატების ძირითადი საფუძველია და თავს უფლებას ვაძლევ ეს გავაკეთო“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ სწორედ ანალიზს ეფუძნებოდა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილიც, რომელიც "საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება".
 
ივანიშვილის თქმით, ის აქტიურად აპირებს საარჩევნო პერიოდში ჩართვას, - მათ შორის ყოფილი პრემიერი აპირებს რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას.

"წერილში მე ვახერხებ და ნათლად აღვწერ ჩემს როლს, მე მინდა, რომ ეს როლი კარგად შევასრულო და დავეხმარო ჩვენს საზოგადოებას ანალიზის გაკეთებაში. ანალიზი ჩემი წარმატების ძირითადი საფუძველია და თავს უფლებას ვაძლევ ეს გავაკეთო. სწორედ ამით მოვახერხე ბიზნესში და პოლიტიკაშიც წარმატების მიღწევა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ახალი პრემიერი „მისთვის აღმოჩენაა ადამიანობის და წესიერების“.

„გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ის არ არის მხოლოდ მსგავსი მთავრობაში. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია და კეთილშობილია, ამავდროულად არის კარგი მენეჯერი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები