მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანანასის იმპორტი გაიზარდა - საქართველომ 6 თვეში $1.3 მილიონის პროდუქცია შეიძინა

ანანასი

საქართველოში ანანასის იმპორტი ზრდას განაგრძობს. 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 1 010 ტონა ანანასი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ $1.3 მილიონი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 818 ტონა ანანასი $830 ათასად შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთ წელიწადში ანანასის იმპორტის ღირებულება 61.1%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა - 23.4%-ით. ეს მიუთითებს, რომ იმპორტის ზრდა მხოლოდ მოხმარების მატებით არ არის განპირობებული, არამედ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თავად პროდუქტის შესყიდვის ფასიც.

თუ 2025 წლის პირველ ნახევარში ერთი ტონა ანანასის იმპორტი საშუალოდ 1,015 დოლარი ღირდა, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 1,325 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, იმპორტირებული ანანასის საშუალო ფასი ერთ წელიწადში დაახლოებით 30.5%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის ანანასის უმსხვილესი მომწოდებელი 2026 წლის პირველ ნახევარში თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში 672 ტონა პროდუქცია, $782 ათასის ღირებულებით შემოვიდა. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია - 318 ტონა და $520 ათასი.

მცირე მოცულობით ანანასი საქართველოში ასევე კოსტა-რიკიდან, ტაილანდიდან, გერმანიიდან და უგანდიდან შემოვიდა. კერძოდ, კოსტა-რიკიდან იმპორტმა 17 ტონა ($28 ათასი), ტაილანდიდან 400 კილოგრამი ($3 ათასი), გერმანიიდან 200 კილოგრამი ($2 ათასი), ხოლო უგანდიდან 700 კილოგრამი ($1 ათასი) შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად ანანასზე მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს იმპორტიორებს პროდუქტის შესაძენად გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ერთი წლის წინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები