მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა" ერთჯერადი შეფუთვით ჩაის წარმოების ზრდას გეგმავს

5b32380edc8bb
მაია ბიწაძე
26.06.18 16:56
2093
შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა” ერთჯერადი ჩაის წარმოების 20%-იან ზრდას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ჩაის ფაბრიკის დამფუძნებელმა, გიორგი ხუჭუამ განუცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად კომპანიის მთლიან წარმოებაში ჩაის ასეთი შეფუთვას სულ 3% უკავაია.

,, ერთჯერადი დაფასოებით ჩაის წარმოება გასულ წელს დავიწყეთ და მასზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ წარმოების ზრდას ვგეგმავთ. მიმდინარე წელს 20%-ით მეტ ერთჯერად პროდუქციას გამოვუშვებთ. ამ შეფუთვით ,,ანა ბატონიშვილის“ ბრენდით როგორც მწვანე, ასევე შავ ჩაის ვაწარმოებთ“ - განაცხადა გიორგი ხუჭუამ.

შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა” ოზურგეთში მდებარეობს. ფაბრიკა 60 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობს, საიდანაც 10 ჰექტარს ორგანული წესით უვლიან. კომპანია წელიწადში 10 ტონამდე ბიო და 70 ტონა ჩვეულებრივ ჩაის აწარმოებს. ფაბრიკა საკუთარი პლანტაციებიდან მოწეული ნედლეულის გარდა, მოსახლეობისგან ჩაბარებულ ჩაის ფოთოლსაც ამუშავებს. ჩვეულებრივი პროდუქციის 5%-ს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენს ექსპორტზე, რამდენიმე ქვეყანაში ყიდიან. ბიო ჩაი კი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე თანაბრად ნაწილდება. კომპანია ასევე აწარმოებს დიაბეტურ და ხილის ჩაის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები