მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაზღაურება არის გარანტი იმისა, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრი კორუფციაში არ ჩაერთვება"

5af2fc6d90870
სალომე მეცხვარიშვილი
09.05.18 18:40
1259
"ანაზღაურება არის გარანტი იმისა, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრი კორუფციული გარიგებაში არ იქნება ჩართული",- ამის შესახებ bm.ge-ს კომუნიკაციების სპეციალისტმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა. ასე ეხმაურება ყურაშვილი ახალ კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ხელფასების შემცირებას გულისხმობს.

„საქართველოს პრეზიდენტი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები არის სსიპ-ები, მაგრამ ისინი სწორედ „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის“ საფუძველზე რეგულირდებიან და მათი დამოუკიდებლობის გარანტი არის ის, რომ არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე ის, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასები არის საკმაოდ მაღალი, არის გარანტი იმისა, რომ იმ უზარმაზარი დარგის რეგულირება, რომლის ბრუნვაც მილიარდს შეადგენს, იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ამასთან, მარეგულირებელი კომისიების სპეციალისტებსაც მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ, რადგან ამ დარგში საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და მარეგულირებელმა კომისიამ გაუწიოს კონკურენცია კერძო სექტორს მათი დაქირავების დროს“,- აცხადებს ყურაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები