მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანბანის კოშკის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება"

5aa8ee42a7666
მეგი კავთუაშვილი
14.03.18 13:39
1149
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანბანის კოშკისთვის განკუთვნილი ფინანსების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იპოვა, თუმცა 32 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხება. საკითხი აუდიტორმა ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის დროს შეისწავლა.

„მერიას ანგარიშზე „სხვა მატერიალური მარაგები“ აღრიცხული აქვს 32,604,729 ლარის ღირებულების ანბანის კოშკის სამშენებლო მასალები. მერიამ მშენებლობა განახორციელა CMD DOMINGO Y LAZARO INGINEROS Ltd-თან გაფორმებული ხელშეკრულების17 საფუძველზე. აუდიტის ობიექტის განმარტებით, კოშკისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები მიმწოდებელი კომპანიის მიერ იგზავნებოდა ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე და მათ საბაჟო გაფორმებას უზრუნველყოფდა მერია. მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილებაში არ იძებნება ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“ - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ფოტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები