Andersen Global რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლობას კიდევ უფრო აფართოებს. „პრაიმ ტექსთან“ ერთად კომპანიაში ამჯერად „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გაერთიანდა. ორი წევრი ფირმა ერთად უზრუნველყოფენ ინტეგრირებული საგადასახადო, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს საკონსულტაციო და იურიდიული საშუალებების სრულ კომპლექტს როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
Andersen Global საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამართლებრივად განცალკევებული, დამოუკიდებელი წევრი ფირმებისა და მათი საგადასახადო და იურიდიული მრჩეველებისგან შედგება. მას დღეს მსოფლიოში 6,000-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს და კოლაბორაციული ფირმებისა და წევრების სახით მსოფლიოს 221-ზე მეტ ადგილას არის წარმოდგენილი.
რას მოიცავს თანამშრომლობა?
სტუმრები: ზურაბ ნიკვაშვილი - "პრაიმ ტექსის" დირექტორი და მმართველი პარტნიორი;
გიორგი სვანაძე - "პრაიმ ტექსის" დირექტორი და მმართველი პარტნიორი, ემ ჯი იურიდიული ოფისის პარტნიორი;