მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Andersen Global საქართველოს ბაზარზე "ემ ჯი იურიდიული ოფისის" პარტნიორობით შემოდის

5fca20a6c3e84
BM.GE
04.12.20 09:40
1173
Andersen Global საქართველოს ბაზარზე შემოდის და, თბილისში დაფუძნებულ "ემ ჯი იურიდიულ ოფისთან" თანამშრომლობის შეთანხმების გზით, რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლობას კიდევ უფრო აფართოებს.

ემ ჯი იურიდიული ოფისი, რომელიც Legal 500-ის მიერ Tier 1 ჯგუფის იურიდიულ ოფისად არის შეფასებული, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს, სამთავრობო და საჯარო კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. იურიდიული ოფისი, მისი დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის არჩილ გიორგაძისა და თანადამფუძნებელ ნიკოლა მარიანის ხელმძღვანელობით, კლიენტებს სრული სპექტრით ემსახურება.

ფირმის საქმიანობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია კორპორაციულ , შერწყმა-შესყიდვისა და საფინანსო გარიგებებზე, საბანკო ოპერაციებზე, ენერგეტიკის, საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე, არბიტრაჟსა და სასამართლო დავების გადაწყვეტაზე, შრომისა და დასაქმების საკითხებზე, კონკურენციის სამართლის მოთხოვნებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და უძრავ ქონებაზე. ფირმას ასევე შეუძლია სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან კვლევასა და ინჟინერიაში (R&E), ვაჭრობაში, ან ბლოქჩეინ ტექნოლოგიებისა და fintech-ს სფეროში საქმიანობენ.

“ჩვენ საქართველოში მოქმედი სხვა იურიდიული ფირმებისგან გამოცდილება და მიღწევები გამოგვარჩევს, ასევე - კლიენტების საუკეთესო ხარისხითა და ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის უნარი, და თან ამას ადგილობრივ ბაზარს მორგებული კონკურენტული ანაზღაურების სანაცვლოდ ვაკეთებთ. ჩვენი წარმატება იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომელიც მრავალფეროვანი პროფესიონალებისგან შედგება. ისინი წლების განმავლობაში ერთად მუშაობენ და ამ ბაზარზე წარმოდგენილ პროფესიონალებს შორის წამყვანი ადგილი უკავიათ”, - განაცხადა არჩილ გიორგაძემ.

ნიკოლა მარიანიმ დაადასტურა, რომ "ემ ჯი იურიდიული ოფისისათვის" Anderson Global-თან თანამშრომლობა შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი იყო.

"ეს ჩვენს ფირმასა და კლიენტებს გლობალურ რესურსებთან აკავშირებს, ჩვენ კი საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებას ვაგრძელებთ,” - აღნიშნა მან.

“ემ ჯი იურიდიული ოფისი ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რადგან მის წარმომადგენლებს საერთაშორისო იურიდიული მომსახურების უნიკალური ცოდნა და გამოცდილება აქვთ. კლიენტებისადმი მათი ერთგულება და მომსახურებისადმი დამოკიდებულება ჩვენი კომპანიის ძირეულ ღირებულებებს შეესაბამება. მოუთმენლად ველით არჩილთან და მის გუნდთან სინერგიული ურთიერთობის დამყარებას, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობის მიმდინარე გაფართოების პარალელურად, კლიენტებს მრავალმხრივი რჩევები მივცეთ“, - განაცხადა Andersen Global-ის თავმჯდომარემ და CEO-მ, Mark Vorsatz-მა. 

Andersen Global საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამართლებრივად განცალკევებული, დამოუკიდებელი წევრი ფირმებისა და მათი საგადასახადო და იურიდიული მრჩეველებისგან შედგება. Andersen Global-ს, რომელიც 2013 წელს ამერიკული წევრი ფირმის Andersen Tax LLC-ის მიერ დაარსდა, დღეს მსოფლიოში 6,000-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს და კოლაბორაციული ფირმებისა და წევრების სახით მსოფლიოს 221-ზე მეტ ადგილას არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები