მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბარტას კონკურსში საპატიო ჯილდო მიიღო. როგორც ორგანიზაციის ოპერაციების დირექტორი ეთო ჩაჩიბაია ბიმეჯისთან საუბრისას აცხადებს, ემბისიში მიაჩნიათ, რომ ანგარიშგების წარმოების გარეშე კომპანიის წარმატება შეუძლებელია, ბოლო პერიოდში არსებულმა მდგომარეობამ კი ცხადყო, რომ ანგარიშგების გამჭვირვალობასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მისივე ცნობით, ბარტას კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ემბისიმ წლიურ ანგარიშს განსხვავებული კუთხით შეხედა, რის შედეგადაც საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საუკეთესო მაგალითების დანერგვაც უფრო მარტივი გახდა. შეგახსენებთ ბარტას კონკურსში განაცხადების მიღება 31 ოქტომბრამდე გრძელდება.