ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევოპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ EU-სთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება, ევროპარლამენტის კვლევის ცენტრმა მოამზადა.
თუმცა, მისივე თქმით, ანგარიშში მოცემულ ბევრ პრობლემატურ საკითხზე ოფიციალურ ბრიუსელსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ბევრჯერ უსაუბრიათ.
“უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა და შესაძლოა თქვენც იცით, რომ ანგარიში დაწერილია არა ევროპარლამენტის, არამედ მისი კვლევითი ცენტრის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ანგარიშში მოცემული დასკვნები მის ავტორებს ეკუთვნით. ამ ანგარიშის მიზანია, დაეხმაროს ევროპარლამენტის წევრებს ჰქონდეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია. ბევრი საკითხი, რაც ანგარიშშია მოცემული, მაგალითად პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიის პოლარიზება, კითხვები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, არჩევნები, დემოკრატიული ისტიტუტები, თქვენთვისაც ცნობილია, რომ წამოწეული იყო ბრუსელისა და აქ, ჩემს მიერაც. ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან მსჯელობა გრძელდება. ეს საკითხები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის განაცხადის მნიშვნელოვანი ასპექტებია. ევროკომისია საკუთარ შეფასებას წერს საქართველოს განაცხადდთან დაკავშირებით და მჯერა ამ საკითხებზე მსჯელობა იქნება”,-აცხადებს ჰარცელი.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სერიოზულად გაუარესდა კანონის უზენაესობის საკითხი, რასაც მოწმობს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების, 2019 წლის ივნისის და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არასათანადო გამოძიების და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ფაქტები.
ვრცლად ანგარიში ნახეთ : "სერიოზული უკუსვლა" - ევროპარლამენტი საქართველოს ასოცირების რეფორმებს აფასებს

























