მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Angel ინვესტორების” როლი სტარტაპების განვითარებაში

BM.GE
03.11.21 12:49
423
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა. საქართველოს ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. რა შედეგებით დასრულდა ღონისძიება და რამდენმა სტარტაპმა შეძლო ადგილობრივი თუ უცხოელი ანგელოზი ინვესტორის დაინტერესება?

ღონისძიების მთავარ მიზანს და მისიას ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების მეტად დაჩქარება წარმოაგდენს. და საქართველოს ბანკის მიზანსაც სწორედ მათი ხელშეწყობა წარმოადგენს, რათა საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“ შესახებ ცნობიერება ამაღლდეს.

სტუმარი: თათული ოქრიაშვილი - “Axel”, მმართველი დირექტორი, “ანგელოზი ინვესტორი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები