მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

‘’ანგელა მერკელი ‘’ფანტასტიური ადამიანი და დიდებული მეგობარია" - ტრამპი

5d15b5ed17b87
მიხეილ ხაჩიძე
28.06.19 20:30
1071

ჯერ კიდევ დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიას მწვავედ აკრიტიკებდა. ამერიკულ ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა გერმანიის თანამშრომლობა რუსეთთან დაგმო და განაცხადა, რომ გერმანია პოტენციურ მტერს ენერგიის სანაცვლოდ ფულს უხდის.

თუმცა იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის სტარტი სულ სხვანაირი იყო. თეთრი სახლის ლიდერმა მერკელთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა.  როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ანგელა მერკელი "ფანტასტიური ადამიანი და დიდებული მეგობარია’’.

„ჩვენ ჩინებული ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ანგელა მერკელი ფანტასტიური ადამიანი და დიდებული მეგობარია, მოხარული ვარ, რომ მეგობრად მყავს“ – დასძინა ტრამპმა.

თავის მხრივ, მერკელმა შტატების პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიები შეერთებულ შტატებში დიდ ინვესტიციებს ახროციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები