მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანიტა ჰიპერი: საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია "ოცნების" დემოკრატიულ უკუსვლაზე

ანიტა ჰიპერი

"საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე", - ამის შესახებ PUBLIKA-ს კითხვის საპასუხოდ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი “ქართული ოცნების” მზარდ რეპრესიულ ზომებს.

“სამწუხაროდ, რასაც თქვენ ახსენებთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიულ რეჟიმისკენ. დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას მოითხოვს.

აქამდე, რაც გავაკეთეთ, არის მუდმივი რეაგირება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე, შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება.

ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმით” გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება და 2025 წელს მეტი დახმარება არ იქნა დაგეგმილი.

ეს ზოგიერთი მაგალითია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეების მხრივ, [ევროპულმა] საბჭომ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, ვისაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ, საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები