მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანონიმური მხატვარი XCOPY-ის ციფრული ნამუშევარი რეკორდულ $3.27 მილიონად გაიყიდა

1 Crypto
15.10.25 01:00
317

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ნახატი Last Selfie , 727 ეთერიუმად გაიყიდა, რაც 3.27 მილიონ აშშ დოლარს უდრის. XCOPY-ის ამ ნახატმა რეკორდი დაამყარა სერიული ნამუშევრისთვის ტოკენიზირებულ არტ სივრცეში.

ნახატი რიგით მეცხრეა ათიდან; მიმდინარე წლის მაისში ამავე სერიის მეშვიდე ნამუშევარი 1.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

სერია Last Selfie ავტორმა 2019 წელს შექმნა და ამ ლიმიტირებული სერიის თითო ნამუშევრის ფასი სულ რაღაც 20 აშშ დოლარი იყო.

XCOPY-ის ნახატები საკმაოდ მოთხოვნადია. ნამუშევრებში მხატვარი სიკვდილის, გახრწნის და აპათიის თემებს განიხილავს, რაც მძიმე და სპეციფიკური ვიზუალისაა.

ჯორჯ ბაკმა, ხელოვნების ბაზრობის - Digital Art Mile დამფუძნებელმა განაცხადა, რომ “Last selfie ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტო ხელოვნების ნიმუშია. სერიიდან ერთ-ერთი ნახატი კრიპტო ხელოვნების მუზეუმ Punk 6529-ს ეკუთვნის, რაც ხაზს უსვამს მის კულტურულ ღირებულებას”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები