მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანრი კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ანრი კვარაცხელია

ანრი კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის პატიმრობაში 4 წელსა და 6 თვეს გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თუმცა, კვარაცხელიას საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები