მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანრი ოხანაშვილის მოადგილეების რიგებში კვლავ ცვლილებაა

ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრის კაბინეტში ცვლილებებია. ანრი ოხანაშვილის მოადგილის პოსტზე ნიკო თათულაშვილი გიორგი დგებუაძემ ჩაანაცვლა. ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი დგებუაძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ 17 თებერვალს გაავრცელა, თუმცა BM.GE-მ ვერ მიიღო პასუხი უწყებისგან ანაცვლებდა თუ არა ის რომელიმე მოადგილეს.

რაც შეეხება ნიკო თათულაშვილს, მან მინისტრის მოადგილის პოსტი გასული წლის დეკემბერში დაიკავა და ამ თანამდებობას მხოლოდ 2 თვე იკავებდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. BM.GE-მ იუსტიციის სამინისტროს ჰკითხა - რა გახდა ნიკო თათულაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არსებული ცვლილების მიხედვით, იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს 4 მოადგილე ჰყავს: ლევან ხარანაული, ირაკლი ბერაია, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანრი ოხანაშვილი გახდა, თანამდებობა დატოვეს მოადგილეებმა თამარ ტყეშელაშვილმა და ბუბა ლომუაშვილმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები