მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Anthropic-მა Claude Code-ის შიდა წყარო კოდის ნაწილი შემთხვევით გაასაჯაროვა

Anthropic

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის წამყვანმა სტარტპმა, Anthropic-მა კოდირების პოპულარული ასისტენტის, Claude Code-ის შიდა წყაროს კოდის ნაწილი შემთხვევით გაავრცელა.

კომპანიის განმარტებით, ინციდენტი ადამიანურმა შეცდომამ განაპირობა და მომხდარი კიბერშეტევას არ უკავშირდება. გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები ან კონფიდენციალური ინფორმაცია საფრთხის ქვეშ არ დამდგარა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელიც გაჟონილ კოდს შეიცავდა, უკვე 21 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო სპეციალური ზომების გატარება, რათა მომავალში მსგავსი ტექნიკური ხარვეზები თავიდან იყოს აცილებული.

ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, მონაცემების მსგავსი მასშტაბური გაჟონვა სტარტაპის რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას აყენებს, რადგან წყარო კოდზე წვდომა კონკურენტებს Claude Code-ის მუშაობის პრინციპების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ეს Anthropic-ისთვის ბოლო ერთ კვირაში მონაცემთა გაჟონვის მეორე შემთხვევაა. მანამდე მედიის ხელში მოულოდნელად აღმოჩნდა ინფორმაცია კომპანიის მომავალი AI მოდელების აღწერილობის შესახებ.

ცნობისთვის, Anthropic-ი 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა მენეჯერებმა და მკვლევრებმა, მათ შორის, დარიო და დანიელა ამოდეიმ დააფუძნეს. მათ მიერ შექმნილი Claude Code-ი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი, როგორიც Google-ია, იძულებული გახდა, საკუთარი ანალოგიური პროდუქტების განვითარებისთვის რესურსები გაეორმაგებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები