მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

Claude Duet

Anthropic-მა პროფესიონალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ხელოვნური ინტელექტის აგენტების დამოუკიდებელი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა.

ციფრულ ასისტენტს ყოველდღიური შემაჯამებელი ინფორმაციის მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, ფინანსური პროგნოზების შედგენა და ვებ-აპლიკაციების შექმნა შეუძლია. ის მომხმარებლის დაკავშირებულ პროგრამებს მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს და პირდაპირი მითითებების მოლოდინის გარეშე გამოყოფს იმ საკითხებს, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.

ახალი ხელსაწყო Claude Marketplace-ის 6,000-ზე მეტ კონექტორთან, მათ შორის Gmail-სა და Slack-თან არის ინტეგრირებული, ციფრული ანგარიშსწორების შესრულება კი Stripe-ის Link-ისა და Shopify-ის Shop Pay-ს საშუალებით შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელებისას სისტემა მომხმარებლის დასტურს ითხოვს, რადგან ხელსაწყოს საკითხების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ზოგჯერ უჭირს და პირადი ამოცანების შესრულებას ნაკლები ეფექტიანობით ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ Claude Duet-ი Anthropic-ის Opus 5.5-ის მოდელის ბაზაზე შეიქმნა. ის iOS-ის, Android-ისა და claude.ai-ს პლატფორმებზე წინასწარი რეგისტრაციის სიით ხელმისაწვდომი უკვე გახდა. საწყის ეტაპზე აპლიკაცია Pro და Max ტარიფების მქონე ამერიკელი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ნაბიჯით კომპანია მიზნად მზარდ ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები