ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია Anthropic-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონში მცხოვრებმა კარლ კანმა ფედერალურ სასამართლოში სარჩელი ორშაბათს წარადგინა. მოსარჩელე მხარე კომპანიას Claude-ს AI მოდელების გამოყენების ლიმიტების შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
წარდგენილი სარჩელის თანახმად, სტარტაპის მიერ შეთავაზებული Max 5x და Max 20x გამოწერის პაკეტებს შორის განსხვავების განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია და რეალური გამოყენებისას ლიმიტები თითქმის იდენტურია.
მოსარჩელის მტკიცებით, Max 20x პაკეტი მან მიმდინარე წლის აპრილში შეიძინა, რათა 5x-თან შედარებით რამდენჯერმე უფრო დიდი წვდომა მიეღო და ლიმიტებიც უფრო ნაკლებად ამოწურვოდა, თუმცა Claude Code-თან ინტერაქციის სულ რაღაც 5-საათიანი სესიის დროს მას კუთვნილი ყოველკვირეული ლიმიტის 15 პროცენტი სრულად გაეხარჯა.
მოსარჩელე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, სტარტაპის მიერ კი ტარიფების სწორად განსაზღვრასა და ლიმიტების შესაბამისად დაწესებას ითხოვს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად Anthropic-ში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ცნობისთვის, AI სტარტაპი მომხმარებლებს სამ სხვადასხვა ფასიან პაკეტს სთავაზობს. ძირითადი ვერსიის, Claude Pro-ს თვიური მომსახურების ფასი $17-ია, Max 5-ის $100, ხოლო Max 20x-ის ღირებულება კი $200 დოლარს შეადგენს.




























