"ანტი-ამერიკულმა „ქართული ოცნების” რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, „MEGOBARI აქტი“ საჭიროა", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ის გვერდზე წერს.
„ანტი-ამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.
რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვის თავის მიზანს უფრო მიუახლოვდეს. MEGOBARI აქტი საჭიროა,” - წერს უილსონი.




























