მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა პარლამენტში ივნისის ბოლომდე დაიწყება

59355b5aedf84
BM.GE
05.06.17 17:20
989
ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა პარლამენტში ივნისის ბოლომდე დაიწყება, - ამის შესახებ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკავშირს, რომ შეთანხმდნენ ფორმატზე და კანონპროექტის განხილვისას ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი იყოს უზრუნველყოფილი. დეპუტატი ამბობს, რომ "საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის პოზიცია".

"დონორებს მივმართეთ, ევროკავშირსაც, რომ ჩართულობის მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ყველას პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდებით ივნისის ბოლომდე",- აცხადებს რომან კაკულია.

შეგახსენებთ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში საუბრობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები