მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიეროვნულმა რეჟიმმა სცადა, რომ ქართველი ხალხის გზიდან გადაეხვია, ეს არ გამოუვათ" - სანდრო ბარამიძე

სანდრო ბარამიძე

სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი BMG-სთან აცხადებს, რომ რეჟიმი, რომელმაც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია, ისევე დასრულდება, როგორც სირიაში ასადების დინასტიის დიქტატურა.

"ხალხი პროტესტს გამოთქვამს მასობრივად გაყალბებული არჩევნების და თვითმარქვია ე.წ. მთავრობის მიერ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო. ყოველდღიურად იცვლება პროტესტის ფორმები, მაგრამ მასშტაბები მხოლოდ იზრდება. 15 დღის მანძილზე პროტესტი არის განუწყვეტელი, იყო ღამით, ახლა არის დღისით, ხდება პროტესტების დივერსიფიკაცია, ამას ვერ შეაჩერებენ, ქართველი ხალხის 80%-ის იდეა და მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო.

ამ ანტიეროვნულმა და ანტისახალხო, მხეცურმა რეჟიმმა სცადა, რომ ქართველი ხალხის გზიდან გადაეხვია, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, რასაკვირველია, და როგორც სირიაში დიქტატორს მოუწია წასვლა ცოტა ხნის წინ, ამ დიქტატორსაც მოუწევს", - აცხადებს სანდრო ბარამიძე.

სანდრო ბარამიძე, რომელიც იურიდიული სფეროს წარმომადგენლების მიერ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციას უერთდებოდა, ასევე შეაფასა მთავრობის ნარატივი, რომ პროტესტის მონაწილეებმა ვერ გაიგეს მმართველი პარტიის განცხადება EU-ში ინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ: "ყველაფერი იყო ძალიან ცხადად ნათქვამი და ყველამ ზუსტად ისე გაიგო, როგორი მესიჯიც იყო, ახლა რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი, არაფერი არ გამოუვათ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები