მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციულმა სააგენტომ შარშან 53 საქმეზე დაიწყო გამოძიება, პასუხისგებაში 162 პირი მიეცა

625fe0e22167f
გიორგი თოლორდავა
20.04.22 14:33
785
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 53 საქმეზე დაიწყო, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა დანაშაულის ფაქტებზე.

2021 წელს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 162 პირი მიეცა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ყადაღა დაედო 153 უძრავ და 7 მოძრავ ქონებას, შეფასებული ქონების სავარაუდო ღირებულება 3.2 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, 2021 წელს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, დაახლოებით, 1.85 მილიონი ლარი.

„პრიორიტეტულ მიმართულებად რჩებოდა კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია და აღნიშნულით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა თუ სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის/ცალკეული პირების მიმართ მათი მოწყვლადობის რისკების შემცირება“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ კორუფციული ფაქტების გამოვლენის კუთხით მოქალაქეთა ჩართულობა გაზრდილია. 2021 წელს სააგენტოში შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევებზე მოქალაქეთა მხრიდან 83 განცხადება შევიდა, აქედან 23-ზე აქტიური გამოძიება დაიწყო, 29 განცხადება კომპეტენციის გათვალისწინებით გადაიგზავნა სხვა უწყებაში, 7 განცხადებაზე მიმდინარეობს შესწავლა, ხოლო 23 განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები