მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების რაოდენობა იზრდება - ხელფასი 5 500-დან 6 500 ლარამდეა

ანტიკორუფციული

ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების რაოდენობა იზრდება.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, საგამონაკლისო წესით ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა 57-ით განისაზღვრება. იზრდება ბიუჯეტიც, თუმცა რამდენი იქნება ზრდა, განკარგულებაში მითითებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის განკარგულებით, მთავრობამ მაშინაც საგამონაკლისო წესი დაუშვა, როცა დასაქმებულების რაოდენობა 50-მდე გაზარდა.

რაც შეეხება ბოლო საგამონაკლისო წესით შესულ ცვლილებას, 57 დასაქმებულიდან, 47 იქნება დამხმარე ამოცანების შემსრულებელი, ხოლო 10 არამუდმივი ამოცანების შემსრულებელი.

კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, ანტიკორუფციული სააგენტო შრომითი ხელშეკრულებით 4 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება ასე განისაზღვრება:

  1. სისტემების არქიტექტორი - არაუმეტეს 6 300 ლარი;
  2. დეველოპერი - არაუმეტეს 5 500 ლარი;
  3. უფროსი დეველოპერი - არაუმეტეს 5 500 ლარი;
  4. ვებდეველოპერი/ვებდიზაინერი - არაუმეტეს 6 500 ლარი.

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით, 3 მილიონით გაიზრდება და 11.5 მილიონი ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები