მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს სექტორს - ბანკები მოსახლეობის ჭარბვალიანობის უმთავრესი მიზეზი არაა"

5c0a33f4f13dd
თამუნა ქემერტელიძე
07.12.18 12:46
1100
„თიბისი ბანკის“ განცხადებით, „გაცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო „თიბისი ბანკის“ წილი აქედან მხოლოდ 8%-ია“.

როგორც bm.ge-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, „თიბისი ბანკი“ ე.წ. სესხების განულების სამთავრობო ინიციატივის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის სესხებს გაანულებს.

„თიბისი ბანკი“, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას.

„თიბისი ბანკი“ მზადაა, შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა თიბისი ბანკში შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის  მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.

გაცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო თიბისი ბანკის წილი  აქედან მხოლოდ 8%-ია.

ეს მაჩვენებლები ადასტურებს,  რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის  ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების  შემცირებას.

მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

„თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის  ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას“, - განაცხადეს „თიბისი ბანკში“.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები