მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ მელია: 520-ე დადგენილებით შოკში ჩაგვაგდეს და ჯერ ვერ გამოვსულვართ

5df5f01d1b566
თელარა გელანტია
15.12.19 14:10
1753
კლინიკა “გულის” მფლობელის ანზორ მელიას თქმით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში ახალი განფასება პროცედურების თვითღირებულებასაც ვერ ფარავს.

“520-ე დადგენილების გამო, შოკში ვართ და ჯერ ვერ გამოვსულვართ ამ შოკიდან, რადგან საყოველთაო პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული იყო და გვიხაროდა, რომ როცა ავადმყოფი მწვავე ინფარქტით შემოდიოდა, უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით და ვუკეთებდით ყველაფერს, რაც საჭირო იყო. ამ 520-ე დადგენილებით კი, შოკში ჩაგვაგდეს და ისე ჩაგვაგდეს, რომ ვერ ვაზროვნებთ.

კლინიკის დირექტორები ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს და ვეკითხებით - რა ვქნათ, როგორ აკეთებთ ოპერაციებს... ჩვენ ექიმები ვართ და როცა გიკვდება ავადმყოფი, როგორ შეიძლება ოპერაცია არ გააკეთო?! შეიძლება წაგებაზე ერთი-ორი ოპერაცია გააკეთო, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ვერ გააკეთებ. მერე ეს აპარატურა, რისი მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ რთულ გამოკვლევებს, ყველაფერი დოლარშია ნაყიდი და კრედიტებს ვიხდით. თუ კლინიკას ხუთ პროცენტიანი მოგება არ აქვს, როგორ განვაახლო მე ეს აპარატურა?! როგორ გადავიხადო ეს კრედიტი, მითხრან რა”, - აცხადებს მელია.

მისივე თქმით, თავად კვირაში 2 ოპერაციას აკეთებს, რაც ძლაიან ცოტაა.

“ადრე ვაკეთებდით 30 ოპერაციას თვეში და ახლა ალბათ 8 ოპერაცია გამოვა, მაქსიმუმ -10, მეტი - არა. მხოლოდ სასწრაფო, გადაუდებელ ოპერაციების ვაკეთებთ”, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები