კომპანია "ტექნო ბუმის" დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის აზრით, ბიზნესი და საერთო ინტერესები ვერცხლისწყალივითაა და კერძო სექტორი ყოველთვის შეეცდება გამოსავალი იპოვოს.
ამის შესახებ ქოქოლაძემ bm.ge-ის შიდა განვადების ინსტრუმენტის ამოქმედების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ცნობილია, აპრილიდან "ტექნ ბუმი" მომხმარებელს შიდა განვადების ისეთ სქემას შესთავაზებს, როცა ბანკის მონაწილება საერთოდ არ იქნება საჭირო. (იხილეთ ლინკიhttps://www.bm.ge/ka/article/quotteqno-bummaquot-moifiqra-sqema-ritac-produqciis-shedzena-ganvadebit-bankis-gareshe-iqneba-shesadzlebeli-/31863:).
"ბიზნესი და საერთოდ ინტერესები ვერცლისწყალივითაა - სადაც ვნახავთ ადგილს, კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვნახოთ გამოსავალი; მოდი, ყველამ თავისი ინტერესიდან იმოქმედოს. მთავრობა თუ ხედავს, რომ რაღაც პრობლემაა, შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას, მაგრამ არ უნდა დაზიანდეს ეკონომიკა ამით და ამავდროულად, ბიზნესმა უნდა ეცადოს, რომ გამოსავალი იპოვოს და საბოლოო ჯამში, ეს თითოეული მომხმარებლისთვის სასარგებლო უნდა იყოს", - განაცხადა ბიზნესმენმა.
ანზორ ქოქოლაძის თქმით, 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგად, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, იანვარში გაყიდვები 50%-ით შემცირდა.

























