მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანზორ ქოქოლაძე: სამართლიანობის აღდგენა დაიწყო

5c223b01539b6
თამუნა დემეტრაშვილი
25.12.18 18:11
1185
კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღდგა.

“ჩემთვის ემოციური დღეა, იმიტომ, რომ როდესაც 2011 წელს ბრალი წამიყენეს, შავით თეთრზე მიმტკიცებდნენ, რომ დამნაშავე ვიყავი. კომპანია, რომელსაც 15 წელი ვაშენებდით, ნულიდან შევქმენით და რომლის ღირებულებაც 80 მილიონი დოლარი იყო, უფასოდ წაიღეს და აქეთ მედავებოდნენ. კეზერაშვილი დაზარალებულად იყო გამოყვანილი, მე კი დამნაშავედ. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა და ძალიან გახარებული ვარ, რომ სამასართლიანობის აღდგენა დაიწყო,”-განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ bm.ge-სთან საუბრისას.

მისი განცხადებით, პროკურატურაც და სასამართლოც, მათ მიერ წარდგენილი არგუმენტების სისწორეში დარწმუნდა და გამამართლებელი განაჩენიც დადგა.
“ბრალდებები აბსურდული იყო, ჩვენ ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ. ამასთან, წინა კვირას სასამართლო პროცესზე დაიკითხა დავით კეზერაშვილი წარმომადგენელი და “ელიტ ელექტრონიქსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა მინდელი, რომლის ჩვენებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენი მტკიცებულებიების სისწორე”,-აღნიშნა ქოქოლაძემ.

მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის მოტივი იყო ის, რომ წინა ხელისუფლების გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფს, “ელიტ ელექტრონიქსის” უკანონოდ დაუფლება ჰქონდა მიზნად.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის წარდგინებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და იგი გამართლდა. ბიზნესმენს თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები