აპარტ დეველოპმენტმა ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა და ახალი პროექტებიც წარადგინა. ახალი გაყიდვების ოფისი კომპანიის გამსხვილებამ და ბაზარზე მისმა წარმატებულობამ გამოიწვია. აპარტ დეველოპმენტის მიერ ძველ თბილისში განხორციელებული პირველი პროექტის დასრულებისთანავე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მეტად გაიზარდა. ამიტომ, კომპანიამ ძველი თბილისის განახლების და განვითარების გეგმა შეიმუშავა. ამ კონცეფციის ფარგლებში კომპანიამ ბუხაიძის ქუჩაზე რამდენიმე, პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა დაიწყო - Old City Panorama, თაღი და ეზო ძველ თბილისში.