მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპექს დეველომპენტი მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა" - კომერციული დირექტორი

აპექს დეველოპმენტი

დეველოპერული კომპანია „აპექს დეველოპმენტი" მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა.

"2023 წელს მოთხოვნის ნაწილში ზრდა ცალსახაა, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ ბაზარზე არსებული ტენდენციები, არამედ ჩვენი კომპანიის პრესტიჟი და ცნობადობა, ჩვენ ორჯერ უფრო გაგვეზარდა მოთხოვნა კონკრეტულ ბინებზე, ვინაიდან ბევრმა გაგვიცნო და ნდობის ხარისხი მაღალია. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წელს ჩვენი კომპანია ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ყველა ნომინანტში გვქონდა ზრდა და 2024 წლისთვის უფრო დიდ ზრდას ველოდებით" , - განმარტავს გიორგი ბაქრაძემ.

ამასთან, კომერციული დირექტორი 2024 წელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია ძალიან დიდ პროექტში ერთვება, რაც კიდევ ერთხელ გაზრდის კომპანიის მოგებას.

"ჩვენ უკვე 13 პროექტი დავხურეთ, ორი პროექტი გვაქვს მიმდინარე და დაახლოებით 150 000კვ/მ-ზე დავიწყებთ ჩვენი არსებული პროექტის განხორციელებას. 2024 წლისთვის მოლოდინები დიდია და ყველა ნაწილში ველოდებით დიდ ზრდას, უფრო დიდს, ვიდრე 2023 წელს", - დასძინა მან.

ცნობისთვის: კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები