მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი პოლიტიკაში წასვლას?

5dff759c76cbc
ანუკა ჯოხაძე
22.12.19 18:20
2282
პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, ახლა უკვე ყოფილი დეპუტატის სოფო ქაცარავას ადგილი პარლამენტში ამ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილ ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილს უნდა დაეკავებინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ქაშაკაშვილმა "ქართული ოცნების" პროპორციული სიით პარლამენტის წევრის მანდატის მიღებაზე უარი განაცხადა.

ქაშაკაშვილი BM.GE-თან თავის გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკის დახმარებით გააუმჯობესოს თავისი ბიზნესი. მისი თქმით, დღეს პოლიტიკა აკეთებს პოლიტიკას, ხოლო ბიზნესი - ბიზნესს.

“მე მხარს ვუჭერ ქვეყნის სტაბილურობას, არანაირად არ ვარ დაინტერესებული რაღაც პიკში კონსტიტუცია შეიცვალოს, იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ასე გადაწყვიტა და ეს მას მიაჩნია გამარჯვების ერთადერთ გზად.

ჩემი არგუმენტიც ზუსტად ასეთი იყო: მე მხარს ვუჭერ მიმდინარე პროცესებს, არ მაქვს არანაირი ამბიცია, რომ პოლიტიკის გზით გავიუმჯობესო პირობები. ჩვენ გვაქვს და მემგონი არა მარტო მე, მთლიანად ამ გუნდში, არის ასეთი მიდგომა, რომ პოლიტიკა აკეთებს პოლიტიკას და ბიზნესი-ბიზნესს.

გარდა ამისა მაქვს უამრავი პასუხისმგებლობა, რომელიც განსახორცილებელი მაქვს: ეს არის ბანკი, ეს არის საფინანსო ინსტიტუტი და ასევე პასუხისმგებლობა თანამშრომლების წინაშე”-ამბობს ქაშაკაშვილი.

BM.GE დაინტერესდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ბიზნესმენის სამომავლო გეგმებითაც:

-“ქართული კონსტიტუციის შესაბამისად რომ იყარო კენჭი რა არის ამაში არადემოკრატიული?”

-“აპირებთ თქვენ რომ იყაროთ კენჭი?”

- “ვაპირებ.”

- “როდის უნდა გელოდოთ პოლიტიკაში?”

-“ამ ამბებს (საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობის პროექტს) რომ მოვრჩები აუცილებლად.”

- “ანუ სამი წლის შემდეგ”?

- “შეიძლება უფრო ფორსირებულად მოქმედებაც და დალაგებაც ამ ყველაფრის.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები