"ძალიან გამიკვირდა ამ ინფორმაციის გაგება და ვერ ვადასტურებ"- ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომელიც "საქართველოს ფოსტის" შეძენით არის დაინტერესებული, "საქართველოს ბანკია".
აღნიშნული ინფორმაცია გასულ კვირას "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ გააჟღერა.
მისი თქმით, ფოსტის შეძენით დაინტერესებულია როგორც "საქართველოს ბანკი", ისე - "თიბისი".
"თიბისი ბანკში" აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.

























