მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

APM TERMINALS-ი ფოთის პორტის შესასვლელი არხისა და ნავმისადგომების დაღრმავებაზე მუშაობს

ფოთის პორტი

გაზრდილი ტვირთნაკადის ეფექტიანი მომსახურებისთვის „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ არსებული ნავსადგურის მოდერნიზებას აანონსებს. კერძოდ, კომპანიაში შესასვლელი არხისა და ნავმისადგომების დაღრმავებაზე მუშაობენ.

როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, 2026 წელს დაგეგმილია პორტს კიდევ ერთი საკონტეინერო ამწე დაემატოს, რაც ტვირთების გადამუშავებას დააჩქარებს. პარალელურად 2026 წელი დაეთმობა შესასვლელი არხის და თხუთმეტივე ნავმისადგომის დაღრმავებისთვის სამუშაოების დაწყებას.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ 15 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. საოპერაციო შესაძლებლობებისა და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, შევიძინეთ პორტის მიმდებარედ ახალი ტერიტორია, რითაც გაიზარდა გამტარუნარიანობა. აგრეთვე ჩვენ ჩვენს მოიჯარეებს შევუძინეთ დამატებითი ორი ამწე.

2026 წელს, დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩვენ დავამატოთ კიდევ ერთი ამწე, რათა გამტარუნარიანობაც გაიზარდოს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო სწრაფად დავამუშაოთ საკონტეინერო გემები. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკური შეფასება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავაღრმავოთ შემოსასვლელი არხი და თხუთმეტივე ნავმისადგომი“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ რა სიღრმეზე შეიძლება მოხდეს დაღრმავება, ამაზე პასუხს ტექნიკური შეფასება გასცემს.

„ჩვენ ვართ მჭიდრო კონტაქტში „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან“ და აბსოლუტურად ყველა პროცედურას ვახორციელებთ მათთან კოორდინაციაში, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენს ტექნიკურ მარეგულირებელს. ერთობლივად განვიხილავთ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად დავაღრმავოთ, რათა არსებული პორტის ფარგლებში გავზარდოთ სიმძლავრე. 2026 წელს ჩვენ მოვახმართ ტექნიკურ სამუშაოებს“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

მისი თქმით, სურვილია რომ 2026 წლისთვის ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობა 650 000 TEU-მდე გაიზარდოს, თუმცა ამავე დროს შენარჩუნდეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. სინქ ჩხარტიშვილი გეგმებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები