მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple $5-ტრილიონიანი კომპანია გახდა

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტი, Apple-ი გახდა კაცობრიბოის ისტორიაში მეორე საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $5 ტრილიონის ნიშნულს მიაღწია. როგორც ირკვევა, მან ეს შედეგი $4-ტრილიონიანი ზღვრის გადალახვიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დააფიქსირა.

კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში ზრდამ თითქმის 60% შეადგინა, რაც iPhone-ის წარმატებულმა გაყიდვებმა განაპირობა.

მართალია, ინვესტორები კუპერტინოში ბაზირებულ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის სექტორში ჩამორჩენის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან AI-ზე კაპიტალური დანახარჯების ზრდამ მეტად სწორედ ისინი დააზარალა, Apple-ს კი საშუალება მისცა, ბაზარზე სტაბილური ზრდა გაეგრძელებინა. ცნობისთვის, ამჟამად კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტ Google-თან თანამშრომლობს და მის Gemini-ს მოდელს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტად იყენებს.

საყურადღებო ფაქტია, რომ $5-ტრილიონიანი ნიშნულის მიღწევა ტიმ კუკის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა. ის სექტემბრიდან თანამდებობას დატოვებს. ცნობისთვის, სწორედ კუკის დროს იქცა Apple-ი პირველად ტრილიონიან ტექ-გიგანტად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები