მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple ახალ Iphone-ს ხვალ წარადგენს

5b97ace939400
ლევან თაღიაშვილი
11.09.18 15:45
2195
CNN Money-ს ინფორმაციით, ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ახალ Iphone-ს ხვალ, 12 სექტემბერს აშშ-ს დროით დილის 10 საათზე წარადგენს. 

ექსპერტების ვარაუდით, კომპანია რამდენიმე ახალი მოდელის პრეზენტაციას გააკეთებს და დააანონსებს ახალი iOS სისტემის გამოსვლის თარიღს. Bloomberg ვარაუდობს, რომ განახლებულ მოდელში შეცვლილი იქნება ზომა, ფერი და ფასი. ასევე შესაძლოა Apple Watch და Air Pods-იც განახლდეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ყოველ მე-2 წელს ახორციელებს ძირითად განახლებას, თუმცა შარშან ასე არ მომხდარა, რადგან Apple-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით iPhone X გამოვიდა, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა წინა მოდელებისგან. წელს უცნობია თუ რა სახელით წარსდგება ახალი სმარტფონი ფართო აუდიტორიის წინაშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები