მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple ახალი პროდუქტების პრეზენტაციისთვის ემზადება

57cfe485ec6f5
BM.GE
07.09.16 13:33
1607
Apple ტრადიციული ღონისძიებისთვის ემზადება. კომპანია ახალ პროდუქტებს სან-ფრანცისკოში დღეს წარადგენს. მსოფლიო მედია კომპანიისგან ახალი iphone-ის გარდა, ყველა სხვა პროდუქტის განახლებას ელოდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, განსხვავებით ბოლო ორი წლისგან, ახალი სმარტფონი ვიზუალურად შეცვლილი არ იქნება და ის Apple-ის ბოლო მოდელის იდენტური იქნება.
უცვლელი დარჩება ეკრანის ზომაც და ის 4.7 და 5,5 ინჩზე დარჩება.

არსებული ინფორმაციით, სმარტფონის მთავარ ე.წ. Home ღილაკს ვიბრაციის ფუნქცია დაემატება. ნავარაუდევია, რომ ახალ სმარტფონს გაუმჯობესებული კამერები ექნება, რომელიც დაბალი განათების პირობებში მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები