კომპანია Apple ახალი ტიპის სენსორებზე იწყებს მუშაობას, რომელიც iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ხელშეუხებლად მოახდინოს რეაგირება ეკრანზე. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური სიახლე უახლოესი 2 წლის განმავლობაში შევა რეალიზაციაში და ის პირველად iPhone-ზე დაიტესტება. შეგახსენებთ, რომ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია საკუთარი ეკრანებისა და მიკროჩიპების გამოშვებასაც გეგმავს.