8 მარტს Apple ახალ პროდუქციას წარადგენს, საპრეზენტაციო მოდელებზე წინასწარ ცნობებს კი Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია ღონისძიებაზე დაბალფასიანი 5G iPhone-ის და iPad-ის წარსადგენად ემზადება, თუმცა ამასთან ერთად, მომხმარებელს ახალი Mac-ის ხილვის შესაძლებლობაც ექნება.