სავარაუდოდ, Apple, 2025 წელს, დასაკეცი 20.3 დიუმიანი ჰიბრიდის, ხოლო 2026 წელს, დასაკეცი iPhone-ის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას 9to5Mac აქვეყნებს .
Haitong International Securities-ის ანალიტიკოსის, ჯეფ პუს თქმით, მომავალი წლის ბოლოს, Apple მოწყობილობის მასობრივი წარმოების დასაწყებად ემზადება.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ დასაკეცი მოწყობილობების განვითარება დააჩქარა. მის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობების "ხილვადობა" ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დასაკეცი მოწყობილობები წარმოადგენს ახალ ხაზს Apple-ისთვის, რომელიც "ულტრა მაღალი დონის ბაზარზეა" მიმართული.
გამოცემის ცნობით, მარტში ცნობილმა ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ განაცხადა, რომ Apple 20.3 დიუმიან დასაკეც MacBook- ზე მუშაობს. მისი თქმით, მოწყობილობა შესაძლოა 2027 წელს გამოვიდეს.