მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ი ამერიკულ წარმოებაში დამატებით $100 მილიარდს დახარჯავს

ინვესტიცია
BM. GE
07.08.25 22:35
315

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კომპანია ამერიკულ წარმოებაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს.

შესაბამისად, ადგილობრივ წარმოებაში Apple-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა $600 მილიარდამდე გაიზრდება.

მართალია, ტრამპს iPhone-ების წარმოების სრულად ამერიკაში გადმოტანა სურს, თუმცა ტიმ კუკმა მსგავსი სცენარი არარეალისტურად შეაფასა. თუმცა კი, დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უცხოურ კომპანიებზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ $100-მილიარდიანი ინვესტიცია ძირითადად ამერიკულ კომპანიებში, Corning-ში, Coherent-ში და Broadcom-ში განხორციელდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ტიმ კუკის მიერ ინვესტირების განცხადების გაჟღერების შემდეგ Apple-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები