ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი საკუთარი ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას განიხილავს. კერძოდ, საუბარია ბიუჯეტური ლეპტოპების სეგმენტისათვის ახალი მოდელების დამზადებაზე. კომპანიის მიზანი აღნიშნულ სეგმენტში ბიუჯეტური Google Chromebook-ებისა და Windows-ის სისტემაზე მომუშავე სხვა მოდელებისათვის კონკურენციის გაწევაა.
ახალი მოდელი, რომლის საწარმოო სახელწოდებასაც J700 წარმოადგენს, მომდევნო წელს გაიყიდება როგორც ვარაუდობენ, მისი ღირებულება $599 დოლარი იქნება. ამ ფასის მისაღწევად კომპანიას ხარჯების შემცირება მოუწევს. როგორც ცნობილია, Apple-ი მცირე ზომის ბიუჯეტურ LCD ეკრანს გამოიყენებს. გარდა ამისა, MacBook-ებში გავრცელებული M სერიის ჩიპების მაგივრად მასში A19 Pro ჩიპები ჩაშენდება. ცნობისთვის, ამავე ჩიპს იყენებს Apple-ი iPhone 17 Pro-სთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია. აქამდე, Apple-ი მხოლოდ პრემიუმ სეგმენტსა და აუდიტორიაზე კონცენტრირდებოდა.




























