მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი ინდოეთში წარმოების გახუთმაგებას გეგმავს

Apple - ლოგო (FUNK + ინდოეთი)

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი, რომელიც, ბოლო წლებში, წარმოების ჯაჭვების დივერსიფიცირების აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ინდოეთში წარმოებას გაახუთმაგებს, - ამის შესახებ ინდური გამოცემა PTI წერს. თუ გასულ ფისკალურ წელს, Apple-მა მსოფლიოს რიგით მეხუთე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში კომპანიამ $7 მილიარდის მოწყობილობები აწარმოა, ხუთი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი $40 მილიარდით განისაზღვრა.

ამ ეტაპზე, Apple-ი ინდოეთში iPhone-ებს აწარმოებს, მაგრამ მომავალი წლიდან, ქვეყანაში არსებული ქარხნები შეკვეთებს AirPods-ების დასამზადებლადაც მიიღებენ. პირველი iPhone-ი, რომელიც სრულად ინდოეთში არის აწყობილი - iPhone 15-ია, რომელიც კომპანიამ ორი კვირის წინ წარმოადგინა.

მსოფლიოს უდიდეს კომპანიასთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, ინდოეთის ხელისუფლება უფრო აქტიურადაა ჩართული ზოგადად ელექტრონული მოწყობილობების წარმოების ინდუსტრიის გაზრდაში, რისთვისაც ნარენდრა მოდის ხელისუფლებამ ამბიციური გეგმაც შეიმუშავა - 2026 წლისთვის, ამ ინდუსტრიის მოცულობა $300 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები