Apple-მა განაცხადა, რომ 21 წლის შემდეგ მუსიკალური პლეერის iPod touch-ის წარმოებას შეწყვეტს. კომპანიაში ამბობენ, რომ iPod-ის ბოლო გამოშვებების შეძენა მისი მარაგის ამოწურვამდე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა iPod touch-ი ბოლოს 2019 წელს განაახლა.
ცნობისთის, დღეს 90 მილიონზე მეტი სიმღერაა ხელმისაწვდომი Apple-ის სტრიმინგის სერვისის Apple Music-ის მეშვეობით. ის ტონი ფადელმა დააპროექტა, რომელმაც მოგვიანებით iPhone გამოიგონა.
გრეგ ჯოსვიაკმა, Apple-ის მსოფლიო მარკეტინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ „ხელახლა განსაზღვრა, თუ როგორ ხდება მუსიკის აღმოჩენა, მოსმენა და გაზიარება“. ბენ ვუდმა, CCS Insight-ის მთავარმა ანალიტიკოსმა BBC-ს განუცხადა, რომ გარდაუვალი იყო, რომ iPhone ერთ დღეს iPod-ს ჩაანაცვლებდა.
"როდესაც Apple-მა შექმნა iPhone, უკვე იცოდა, რომ ეს ნიშნავდა iPod-ის ერის დასრულების დაწყებას. მართლაც გასაოცარია, რომ აქედან 15 წლის შემდეგ iPod-მა მიაღწია გზის დასასრულს", - განაცხადა ბენ ვუდმა.