Apple-ის აქციები ახალი iPhone-ის პრეზენტაციის შემდეგ გაუფასურდა. ვარდნამ 1.2% შეადგინა და 1 აქციის ფასი 224-დან 220 დოლარამდე ჩამოვიდა. თუმცა პრეზენტაცია დილის 10 საათზე გაიმართა, საღამოს კი Apple-მა დაიბრუნა ჩვეული პოზიცია და 2%-იანი ზრდა აჩვენა. ამჟამად მისი 1 აქციის ფასი $226 შეადგენს. მიუხედავად ფინანსურად ასეთი ძლიერი მდგომარეობისა, კომპანიის გარშემო გარკვეული უკმაყოფილება იგრძნობა, რადგან ინვესტორების თქმით, Apple-მა მომხმარებელს ფაქტობრივად წინა მოდელის იდენტური სმარტფონი შესთავაზა. "მათ თითქმის იგივე სმარტფონის პრეზენტაცია გამართეს, ამისთვის ღონისძიების მიძღვნაც კი არ ღირდა. Apple ძალიან დაშორდა მომხმარებელს" - განაცხადა როს გერბერმა.
მედიის კრიტიკის მიუხედავად, Apple ფინანსურად ისტორიაში საუკეთესო პოზიციებს იკავებს, CNN Money წერს, რომ კომპანია იდეალურად ახერხებს საკუთარი მიღწევების მონეტიზაციას.

























