მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

მიმდინარე წელს Apple-ის აქციების ღირებულება 26%-ითაა გაზრდილი, რაც მის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის სიახლეს უკავშირდება. გარდა ამისა, კომპანია შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს კომპიუტერების, აქსესუარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაციის მიმართულებით.

სამი ტრილიონ 600 მილიარდი დოლარი ძალიან დიდი რიცხვია, რომლის უკეთ აღსაქმელად, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ: Apple-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ზომით რიგით მეექვსე სახელმწიფო იქნებოდა მსოფლიოში და ამით, ისეთ ქვეყნებს ჩამოიტოვებდა, როგორიცაა: ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბრაზილია, რუსეთი და კანადა. Apple-ის კაპიტალიზაცია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის 12.5%-ის ტოლია. საქართველოს ეკონომიკასთან შედარება კიდევ უფრო განსაცვიფრებელია, რადგან Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ჩვენი ეკონომიკის ზომას 110-ჯერ აღემატება.

რეალურად, Apple-ის საბაზრო ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს შეადგენს. პარალელურად ამისა, ანალიტიკოსების პროგნოზით, Apple-ის აქციების ღირებულება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, წლებთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები