მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი სამი კომპანიის წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტო მოკვლევას აწარმოებს

57e8c26795c35
BM.GE
26.09.16 10:35
1739
კონკურენციის სააგენტომ ტექნიკის ბაზრის მოკვლევა დაიწყო. სააგენტომ დასაშვებად სცნო კომპანია „აიტექნიკის“ საჩივარი, რომელიც სამი კომპანიის საქმიანობას ეხება: Apple city, ipluse და istyle. როგორც კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს საჩვრის მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიებმა კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 და 113-ე მუხლები დაარღვიეს, რაც კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას გულისხმობს. კომპანიაში გამარტავენ, რომ აღნიშნულ სამ კომპანიას Apple-ის ბაზრის დიდი წილი უკავიათ და შეთანხმებულ ფასთწარმოქმნას ეწევიან.

„ჩვენმა კომპანიამ სარჩელის წარდგენისას მომხმარებლის და საკუთარი უფლებები დაიცვა.

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია გამოიხატებოდა ონლაინ კამპანიის წარმოებაში: კერძოდ, ყალბ ფეისბუქ მისამართებს აკეთებდნენ სადაც არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ ჩვენი კომპანიის სახელით.

როდესაც სამი კომპანია ერთიდაიგივე დროს ერთნაირ ფასებს და აქციებს აცხადებს ჩნდება ეჭვი, რომ ფასებზე აქვთ შეთანხმება. ამ ეტაპზე ეს გარემოება საკმარისი იყო, რათა მოკვლევა დაწყებულიყო“, - განმარტავენ კომპანიაში. მოკვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები