მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ უოზნიაკი ჰოსპიტალიზებულია

სტივ უოზნიაკი

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ უოზნიაკი მეხიკოშია ჰოსპიტალიზებული,- ამის შესახებ CNN En Español-ს მსოფლიო ბიზნეს ფორუმის (WBF) ორგანიზატორთა წყარომ განუცხადა.

წყაროს თქმით, 73 წლის ვოზნიაკი საავადმყოფოში ღამის 3 საათზე გადაიყვანეს. ადგილობრივი დროით მას შემდეგ, რაც ღონისძიებაში მონაწილეობამდე წუთით ადრე გონება დაკარგა.

CNN მუშაობს უოზნიაკის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

უოზნიაკი არის Apple-ის თანადამფუძნებელი, რომელიც კომპანიის წამოსაწყებად და მისი განვითარებისთვის სტივ ჯობსთან ერთად მუშაობდა. ვოზნიაკი ცნობილია Apple I და Apple II კომპიუტერების დიზაინის შექმნისთვის, რამაც პერსონალურ გამოთვლებში რევოლუცია მოახდინა და Apple ბაზრის ლიდერად დაამკვიდრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები