მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა 28 ოქტომბრისთვის შესაძლოა პირველი სენსორულეკრანიანი MacBook-ი წარადგინოს

სენსორულეკრანიანი მაკი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა 28 ოქტომბრისთვის ლოს-ანჯელესში ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დააანონსა. როგორც ირკვევა, კომპანიამ მედიის წარმომადგენლებსა და ანალიტიკოსებს მოსაწვევები უკვე გაუგზავნა, ღონისძიების სლოგანი კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი აქცენტი საკუთარი წარმოების მძლავრ ჩიპებზე მომუშავე პრემიუმ კლასის მოწყობილობებზე გაკეთდება.

კვლევითი ორგანიზაცია Melius Research-ის ანალიტიკოსის, ბენ რეიტზესის პროგნოზით, Apple-ი განახლებულ კომპიუტერებს, მათ შორის კომპანიის ისტორიაში პირველ სენსორულეკრანიან ლეპტოპს წარადგენს.

საყურადღებოა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მსგავს ნოუთბუქებს წლების განმავლობაში სკეპტიკურად უყურებდა. ჯერ კიდევ 2018 წელს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელმა, კრეგ ფედერიგიმ განაცხადა, რომ ასეთი ერგონომიკა მომხმარებლების გადაღლას გამოიწვევდა.

Melius Research-ის ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზენტაციების სიხშირე გენერალური დირექტორის, ჯონ ტერნუსის პირობებში ტრადიციული წლიური ორი ღონისძიებიდან მნიშვნელოვან გადახვევას ნიშნავს. განმარტებისთვის, ტერნუსმა, რომელმაც გასულ თვეს პოსტზე ტიმ კუკი შეცვალა, მმართველობის მცირე პერიოდში უკვე მესამე ღონისძიება დაგეგმა.

ცნობისთვის, ბოლო კვარტალში კომპიუტერების გაყიდვებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 10% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები