მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-მა ევროკავშირში AirPods-ის სინქრონული თარგმნის ფუნქცია გათიშა

ევროკავშირი

Apple-მა ახალი AirPods-ებისთვის შექმნილი სინქრონული თარგმნის ფუნქცია ევროკავშირის მასშტაბით გათიშა. გადაწყვეტილებას წინ ევროპული რეგულატორების მიერ გაჟღერებული უკმაყოფილება უძღოდა.

ისინი ამერიკულ კომპანიას ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტს ახსენებენ და Apple-ისგან მოითხოვენ, თარგმნის ფუნქცია არამარტო კომპანიის შიდა მთარგმნელი პროგრამით, არამედ, მაგალითისთვის Google Translate-ით იყოს შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ტექ-გიგანტი კონკურენციის შესახებ კანონს დაარღვევს.

Apple-ი ორი არჩევანის წინაშე იდგა: ან სინქრონული თარგმნის ფუნქცია ხელმისაწვდომი კონკურენტი პროგრამების გამოყენებითაც გაეხადა, ან სერვისი სრულად გაეთიშა. ამერიკულმა კომპანიამ კი სინქრონული თარგმნის სრულად გაუქმება აირჩია.

ცნობისთვის, ახალი ფუნქცია, რომელიც Apple-ის H2 ჩიპით აღჭურვილ სამივე ყურსასმენს, AirPods Pro 3-სა, AirPods Pro 2-ს და AirPods 4-ს ექნება, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის, Apple Inteligence-ის გამოყენებით იმუშავებს. ის მომხმარებელს სინქრონულ თარგმანს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და გერმანულ ენებზე სინქრონულ თარგანს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები