მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-მა iPhone 8-თვის ეკრანი Samsung-ს შეუკვეთა

58b6690e0364a
BM.GE
01.03.17 10:21
9424
ამერიკულმა კორპორაციამ Apple Samsung Display-ის 60 მილიონი OLED-ეკრანი შეუკვეთა ახალი iPhone 8-თვის, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წელს გამოვა. კონტრაქტის ღირებულება 4.3 მილიარდი დოლარია.

როგორც ირკვევა, iPhone 8-ს Samsung-ის დისპლეის დაუმონტაჟებენ, - წერს The Investor.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ტიმ კუკი სამ ახალ პროდუქტს წარმოადგენს. ერთ-ერთ სიახლეს კი სწორედ უკვე დაანონსებული iPhone 8-ს OLED ეკრანი წარმოადგენს.

OLED-მატრიცის უპირატესობა LTPS-ის ეკრანებთან შედარებით არის დაბალი ენერგო საჭიროება, ისინი ასევე მაღალი კონტრასტულობითა და მოქნილი ეკრანით გამოირჩევა.

2017 წელს, iPhone-ს ათი წელი უსრულდება და კომპანია გეგმავს, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით სმარტფონის სპეციალური ვერსია გამოუშვას.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ კომპანიას შორის უკვე წლებია, რაც სხვადასხვა საკითხებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები