12 სექტემბერს ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, თავისი პირველი ნახშირბად-ნეიტრალური პროდუქტი წარადგინა. მეცხრე სერიის Apple Watch-ის ინოვაციური დიზაინი პროდუქტის ემისიებს 75%-ზე მეტად შეამცირებს. ეს მიღწევა კომპანიის ამბიციური გეგმის დასაწყისია - Apple 2023 წლამდე ყველა პროდუქტის ნახშირბად-ნეიტრალურად ქცევას აპირებს.
ახალი საათი სრულად გადამუშავებული მატერიისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, Apple-მა წარმოებიდან ნატურალური ტყავიც ამოიღო, რის გამოც სტანდარტული საათების სამაჯურები ნაჭრით შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ საათის ნახშირბად-ნეიტრალურობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ არჩეულ სამაჯურსა და ჩასადებ ქეისზე. Apple-ს განმარტებით, Series 9-ის, Watch Ultra 2-ისა და Watch SE-ის ზოგიერთი მოდელი, შესაძლოა, ეკოლოგიურად სუფთა სულაც არ იყოს. იმის დასადგენად, არის თუ არა პროდუქტი ნახშირბად-ნეიტრალური, მის შეფუთვაზე შესაბამისი ლოგოს მოძებნაა საჭირო.
Apple-ს განცხადებით, ბრენდმა ნახშირბადის ემისიების შემცირება წარმოებაში ელექტრობის, მატერიისა და ტრანსპორტირების შემცირების ხარჯზეც შეძლო, რასაც მომწოდებლების სუფთა ენერგიაზე გადაყვანით მიაღწია.
კომპანიის გარემოსდაცვითი ანგარიშის ბოლო განახლების თანახმად, Apple-ის ემისიები მცირდება. 2022 წელს კომპანიამ 2022 წელს 20.6 მილიონი მეტრული ტონა ნახშირბადის დიოქსიდი გამოიმუშავა, რამაც წმინდა ნულოვან მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ კომპანიამ 2030 წლამდე კლიმატურ მიზანს მიაღწიოს.